საზოგადოება
23.02.2022 16:28
გორის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფლის მოსახლეობამ სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტები შეარჩია

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება. ამჯერად, მოსახლოებასთან კონსულტაციები კარალეთის, დიდი და პატარა გარეჯვრის, ძევერის, ქიწნისის, სათემოს, ტყვიავის, მარანას, ფლავისა და ფლავისმანის მცხოვრებლებთან გაიმართა. ადგილობრივებს გორის მუნიციპალიტეტის მერი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი შეხვდა და პირადად მოისმინა მათი გადაწყვეტილება.

კარალეთში, დიდ და პატარა გარეჯვარში, ძევერაში, ქიწნისში, სათემოში, ტყვიავსა და მარანაში ადგილობრივებმა გარეგანათების დამატება გადაწყვიტეს. მოქალაქეთა გადაწყვეტილებით, ფლავში სოფლის მხარდაჭერის პროგრამით სარწყავი არხი, ხოლო ფლავისმანში - შიდა საუბნო გზები მოწესრიგდება.

2022 წელს, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში გორის მუნიციპალიტეტისთვის 1 596 000 ლარია გამოყოფილი.

„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით, გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში ჩასატარებელი საერთო კრების სხდომებისა და დაგეგმილი კონსულტაციების გრაფიკის გასაცნობად ეწვიეთ ლინკს.

კვირის ამბები