საზოგადოება
17.02.2022 18:07
„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში გორის მუნიციპალიტეტში დასაფინანსებელი პროექტების შერჩევა იწყება - გაეცანით შეხვედრების გრაფიკს

გორის მუნიციპალიტეტში ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების შერჩევა იწყება.

პროექტებს სოფლის მოსახლეობის უმრავლესობა იმ შეხვედრებზე შეარჩევს, რომლებიც წინასწარ შედგენილი გრაფიკით 21 თებერვლიდან დაიწყება.

სოფლის კრებები მიმდინარე წლის თებერვალსა და მარტში მუნიციპალიტეტის 112 სოფელში გაიმართება. 2022 წელს, პროგრამის ფარგლებში გორის მუნიციპალიტეტისთვის 1 596 000 ლარია გამოყოფილი.

პროგრამის ფარგლებში, თითოეულ სოფელში 10 000-დან 20 000 ლარამდე ღირებულების მცირე ინფრასტრუქტურული პროექტები დაფინანსდება. დასაფინანსებელი პროექტები მთავრობის შესაბამისი დადგენილებით განისაზღვრა.

,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამა“ საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება. პროგრამასთან დაკავშირებულ საკითხებს და საპროექტო წინადადებების მიღების პროცესს კოორდინაციას გორის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით განსაზღვრული თანამდებობის პირები გაუწევენ.

გაეცანით ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით, გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში ჩასატარებელი საერთო კრების სხდომებისა და ამომრჩევლებთან გასამართი კონსულტაციების გრაფიკს:








კვირის ამბები