საზოგადოება
22.02.2022 13:24
საქართველოს მოქალაქეებს, ვინც არ არის ვაქცინირებული და არც ტესტის პასუხი ექნება, ქვეყანაში შემოსვლის შემდეგ თვითიზოლაციის დრო 5-დღემდე შეუმცირდათ

საქართველოს მოქალაქეები ქვეყანაში შემოდიან ტესტის უარყოფითი პასუხის ან სრულადს ვაქცინირებულის სტატუსის საფუძველზე, თუ არცერთი არ აქვთ, ვალდებულები არიან ხუთდღიან იზოლაციაში გადავიდნენ, - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ განაცხადა.

როგორც ღიბრაძემ განმარტა, აზემოხსენებული კატეგორიის მოქალაქეებს აქამდე ჰქონდათ ვალდებულება ქვეყანაში შემოსვლისას 8-დღიანი თვითიზოლაციის პერიოდი გაევლოთ.

„საქართველოს მოქალაქეები შემოდიან საქართველოში ან ტესტის საფუძველზე, ან უნდა იყვნენ ვაქცინირებულები და თუ არცერთი არ აქვთ, მათ აქამდე ჰქონდათ ვალდებულება 8-დღიან თვითიზოლაციაში გადასულიყვნენ. დღეს მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად კი, თვითიზოლაცია 5-დღემდე მცირდება. ხოლო თუ საქართველოს მოქალაქე ქვეყანაში შემოდის PCR ტესტით, მას ეხსნება 72 საათში ტესტის განმეორებით გაკეთების ვალდებულება. შესაბამისად, გაუქმდება ის აპლიკაციები, რომლებიც საჭირო იყო 67 ქვეყნიდან მოქალაქის შემოსვლის. ეს არის ე.წ. ბიზნეს აპლიკაცია, იმუშავე საქართველოდან და არის სტუდენტური აპლიკაცია“, - განაცხადა გიორგი ღიბრაძემ.

შეგახსენებთ, რომ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული შეზღუდვების უმეტესობა უქმდება.

კვირის ამბები