საზოგადოება
22.02.2022 13:13
კორონავირუსის გავრცელების გამო დაწესებული რა შეზღუდვები და როდიდან უქმდება საქართველოში

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული შეზღუდვების უმეტესობა უქმდება. ამის შესახებ დეტალური ინფორმაცია საზოგადოებას საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ გააცნო.

როგორც ღიბრაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, 1-ლი მარტიდან უქმდება საკარანტინე სივრცეები - ე.წ. კოვიდ-სასტუმროები. დღეიდან ამ სივრცეებში ინფიცირებულთა შეყვანა შეჩერდება;

ასევე უქმდება თერმოსკრინინგისა და ჟურნალის წარმოება, დეზობარიერის ქონის ვალდებულება და სასტუმროებს მიეცემათ საშუალება, ბუფეტის საშუალებით, მომსახურება გაუწიონ სტუმრებს;

დახურულ სივრცეში ერთ მაგიდასთან 10 პირის განთავსება იქნება დაშვებული, ღია სივრცეში -15-ის. ასევე უქმდება სტუმართა მაქსიმალურ რაოდენობაზე არსებული შეზღუდვა;

1-ლი მარტიდან, საქართველოს საზღვარზე, ყველა იმ ქვეყნის მოქალაქე, რომელიც აქამდე შეზღუდული იყო მხოლოდ 67 ქვეყნით, შეძლებს შემოსვლას იმ შემთხვევაშიც კი, თუ მას ექნება PCR ტესტიც. შესაბამისად, უცხო ქვეყნის მოქალაქე საქართველოში შემოდის ორი პირობით - ვაქცინაცია და PCR ტესტის უარყოფითი პასუხი;

4 მარტიდან იხსნება კლუბები. შესაძლებელი იქნება სივრცის მხოლოდ 60%-ის ათვისება;

15 მარტიდან, დაშვებული იქნება კონფერენციების, სემინარებისა და ტრენინგების ჩატარება ყოველგვარი შეზღუდვუს გარეშე. მოიხსნება არსებული შეზღუდვა, რომელიც 60-ზე მეტი ადამიანის შეკრებას კრძალავდა;

ამასთან, 27 თებერვალს დაგეგმილ რაგბის მატჩზე შესაძლებელია მაყურებელთა 50%-ის დასწრება;

გარდა ამისა, გიორგი ღიბრაძის განცხადებით, უწყებათასორისი საკოორდინაციო საბჭოს ყოველკვირეული სხდომები 2 კვირაში ერთხელ გაიმართება.

კვირის ამბები