საზოგადოება
22.02.2022 11:33
სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები დაიწყო

„სოფლის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში განსახორციელებელი პროექტების შესარჩევად სოფლის კრებები და ადგილობრივ მოსახლეობასთან კონსულტაციები უკვე დაიწყო.

მიმდინარე წელს დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით შეხვედრები გაიმართა ათ სოფელში, სადაც მოსახლეობის ხმათა უმრავლესობით, პრიორიტეტული საკითხები გამოვლინდა.

ზემო და ქვემო ნიქოზში, შინდისში, ფხვენისში, ყელქცეულში, ზემო და ქვემო ხვითში, საქაშეთში, ვარიანსა და ახალდაბაში ადგილობრივებმა სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტები შეარჩიეს. მოსახლეობასთან შეხვედრას გორის უნიციპალიტეტის მერი, ვლადიმერ ხინჩეგაშვილი დაესწრო, მერმა მოქალაქეებთან ერთად განიხილა ადგილზე არსებული პრობლემები და აღნიშნა, რომ სოფლის მხარდაჭერის პროგრამა ხელს უწყობს როგორც ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას, ასევე მოსახლეობის ჩართულობას გადაწყვეტილების მიღების პროცესში.

„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში განსახორცილებელი პროექტების შერჩევის მიზნით, ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრები, გუშინ დაიწყო და მარტის ბოლომდე, მუნიციპალიტეტის კიდევ 102 სოფელში გაიმართება.

„სოფლის მხარდაჭერის პროგრამა“ საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება. 2022 წელს გორის მუნიციპალიტეტისთვის 1 596 000 ლარია გამოყოფილი. როგორც ცნობილია, თითოეულ სოფელში, 10 ათასიდან 20 ათას ლარამდე ღირებულების, მცირე ინფრასტრუქტურული პროექტები დაფინანსდება.

„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით, გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში ჩასატარებელი საერთო კრების სხდომებისა და დაგეგმილი კონსულტაციების გრაფიკის გასაცნობად ეწვიეთ ლინკს.

კვირის ამბები