ხვალ, საქართველოს 5 თვითმმართველ ქალაქში, 15 მუნიციპალიტეტსა და 24 საარჩევნო ოლქში მუნიციპალიტეტის არჩევნების მეორე ტური გაიმართება. ცესკოს ინფორმაციით, 30 ოქტომბერს, ყველა საარჩევნო უბანზე, ამომრჩევლებს განახლებული დიზაინის ხმის მიცემის კაბინები დახვდებათ.
განახლებული ფორმის კაბინებში კვლავ დაცული იქნება ხმის ფარულობა.
ცნობისთვის, კენჭისყრის ფარულობის უზრუნველსაყოფად, აკრძალულია კენჭისყრის კაბინაში ფოტო და ვიდეოგადაღება.
კაბინები წინა მხრიდან ამოჭრილია ისე, რომ უზრუნველყოფილი იყოს ხმის მიცემის პროცესის ფარულობა.
შეგახსენებთ, რომ ხვალ ჩანიშნული არჩევნების მეორე ტური შიდა ქართლის სამ მუნიციპალიტეტში - ქარელი, ხაშური, კასპი - ტარდება. დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ ბმული
საარჩევნო ადმინისტრაციის ცნობით, 2 ოქტომბრის მსგავსად, 30 ოქტომბერს საარჩევნო უბნებზე სრულად დაცული იქნება კოვიდრეგულაციები.