შოთა ჩოჩიშვილის სახელობის გორის კომპლექსური სპორტული სკოლის ვაჟ ხელბურთელთა გუნდმა ვახტანგ ხელისუფალის და მილერი ქიშმარიას სახელობის XIX საერთაშორისო ტურნირი მეორე ადგილით დაასრულეს.
შეჯიბრში საქართველოს რეგიონებიდან 2008-2009 წწ. დაბადებული ხელბურთელებით დაკომპლექტებული 13 გუნდი მონაწილეობდა (ვაჟები -7 გუნდი, გოგონები - 6 გუნდი).
ტურნირზე გორის გუნდი შემდეგი შემადგენლობით ასპარეზობდა: ლუკა ჩილაშვილი, თამაზ მღებრიშვილი, ლაშა ჭიქინაშვილი, ნიკა ჭიქინაშვილი, ლუკა ნატროშვილი, გიორგი საათაშვილი, საბა გელაშვილი, გიგი ალექსეევი, პაატა ჯობინაშვილი, ნიკა კაპანაძე, დავით ბიჩინაშვილი და დავით ყურელი.
სპორტსმენების მწვრთნელები ლაშა შემშენოვი და გია მამაცაშვილი არიან.
ვახტანგ ხელისუფალის და მილერი ქიშმარიას სახელობის XIX საერთაშორისო ტურნირი სამტრედიაში ჩატარდა.
3 031 საარჩევნო უბნიდან 483 საარჩევნო უბანი განთავსებულია საბავშვო ბაღების შენობებში, 1675 საარჩევნო უბანი - სკოლების შენობებში
2025 წლიდან, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მონაწილეობის მიღებას მხოლოდ საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე სამედიცინო დაწესებულებები შეძლებენ
კანონის მიხედვით, 17 მაისი საკანონმდებლო დონეზე ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღედ დგინდება და დასვენების დღედ ცხადდება