გორის ხელოვნების სახლში ფილმის - „ნამე“ ჩვენება გაიმართა.
რეჟისორ ზაზა ხალვაშის ფილმი საქართველოს მთებში, ტრადიციულ სოფელში მცხოვრები ოჯახის შესახებ მოგვითხრობს. რეჟისორულ ნამუშევარში გადმოცემული ამბავი ლაზური ლეგენდის გამოძახილია - ფილმი საქართველოს მთებში, ერთ პატარა, ტრადიციულ სოფელში მცხოვრები მოხუცი მამის, მის ქალიშვილ ნამეს და სამი ვაჟის შესახებ მოგვითხრობს. ძმებიდან ერთი მასწავლებელია, მეორე - მოლა, ხოლო მესამე - მღვდელი. სოფელში მუსლიმები და მართმადიდებლები ერთად ცხოვრობენ. სოფლის ერთ ბოლოში ეკლესია დგას, მეორე ბოლოში კი მეჩეთია...
„კინოჩვენების შემდეგ, მაყურებელმა ფილმის სიუჟეტი განიხილა და სხვადასხვა მრწამსის ადამიანების თანაცხოვრებაზე იმსჯელა. მოეწყო დისკუსია“, - აცხადებენ ხელოვნების სახლში.