საზოგადოება
18.12.2023 11:29
გორის მუნიციპალიტეტის მერი მოსახლეობას დამდეგ შობა-ახალ წელს ულოცავს

გორის მუნიციპალიტეტის მერმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა მოსახლეობას დამდეგი ახალი წელი მიულოცა.

გორის მერმა ქალაქის მთავარი ნაძვის ხე პატარებთან ერთად აანთო და აღნიშნა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობა მაქსიმალურად ცდილობს, მუნიციპალიტეტის მოსახლეობას საახალწლო განწყობა შეუქმნას.

„წელს შევცვალეთ ნაძვის ხის დიზაინი და მართლაც ულამაზესი გამოვიდა. განსხვავებულადაა მორთული თეატრის სკვერიც, სადაც განთავსდა ილუმინაციები, რომლებიც პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, მუნიციპალიტეტს საჩუქრად გადმოგვეცა. ძალიან სასიხარულოა, რომ ამ ყველაფერმა განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა. ყველას გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს. 2024 წელი ოცნებების ასრულების წელი ყოფილიყოს“! - აღნიშნა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა.

კვირის ამბები