ქალაქის ცენტრალურ მოედანზე მთავარი ნაძვის ხე აინთო.
გორის მუნიციპალიტეტის მერმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა ქალაქის მთავარი საახალწლო ნაძვის ხე პატარებთან ერთად აანთო.
მერთან ერთად ნაძვის ხის ანთებას გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით რაზმაძე და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ნაძვის ხის ანთებამდე, პატარების საახალწლო განწყობაზე „გორის გოგონათა გუნდმა“, „K DANCE STUDIO“-ის მოცეკვავეებმა და გასართობმა ცენტრმა „HAPPY DAYS“-ის ანიმატორებმა იზრუნეს.
„გორი წელს განსაკუთრებით ლამაზადაა მორთული. ცენტრალური მოედნის გარდა, საახალწლო ილუმინაციები განთავსებულია თეატრის სკვერშიც, რომლებიც საქართველო პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით მუნიციპალიტეტს საჩუქრად გადმოეცა.
ნაძვის ხის მიმდებარედ მოეწყო, ასევე, ატრაქციონებიც, რომლებიც პატარებს სადღესასწაულო დღეების დასრულებამდე მოემსახურება“, - აცხადებენ გორის მერიაში.
3 031 საარჩევნო უბნიდან 483 საარჩევნო უბანი განთავსებულია საბავშვო ბაღების შენობებში, 1675 საარჩევნო უბანი - სკოლების შენობებში
2025 წლიდან, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მონაწილეობის მიღებას მხოლოდ საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე სამედიცინო დაწესებულებები შეძლებენ
კანონის მიხედვით, 17 მაისი საკანონმდებლო დონეზე ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღედ დგინდება და დასვენების დღედ ცხადდება