შიდა ქართლში მცხოვრები, IX-XII კლასის სკოლის მოსწავლეების და სტუდენტებისთვის ახალგაზრდა ფემინისტების ჯგუფი ესეების კონკურსს აცხადებს.
როგორც ორგანიზატორები აცხადებენ, საკონკურსო ნამუშევარი უნდა ეხებოდეს თემას: „ქალები, მშვიდობა და უსაფრთხოება“. კონკურსის შედეგად გამარჯვებულები გამოვლინდებიან ორ კატეგორიაში: მოსწავლეები და სტუდენტები.
რაც შეეხება კონკურსის მოთხოვნებს, ერთი ნაშრომი შეიძლება წარადგინოს მხოლოდ ერთმა ავტორმა; ესეს მოცულობა უნდა იყოს 1000-1500 სიტყვა, შრიფტი - Sylfaen; შრიფტის ზომა - 12; ინტერვალი - 1,15. ნაშრომი უნდა ეკუთვნოდეს კონკურსში მონაწილე პირს (პლაგიატის აღმოჩენის შემთხვევაში ნაშრომი მოიხსნება კონკურსიდან).
„საკონკურსო თემა შესაძლოა, მოიცავდეს კონფლიქტით დაზარალებული ან მშვიდობის მშენებლობაში ჩართული ქალები ისტორიებს, პოლიტიკის ანალიზს მშვიდობის მშენებლობის პროცესში ქალთა ჩართულობასთან დაკავშირებით, საუკეთესო პრაქტიკების გაზიარებას და სხვა.
გამარჯვებული მონაწილეები დაჯილდოვდებიან სხვადასხვა კატეგორიის ტექნიკით. ნაშრომის გამოგზავნის ბოლო ვადა 18 დეკემბერია.
ნაშრომები უნდა გადმოგვიგზავნოთ შემდეგ ელექტორნულ მისამართზე: Info @ youngfeminists. ge სათაურის ველში მიუთითეთ: ესეების კონკურსი - „ქალები, მშვიდობა, უსაფრთხოება“, - აცხადებენ ორგანიზატორები.