კალათბურთში სასკოლო სპორტული ოლიმპიადის მუნიციპალური ეტაპის ფინალური შეხვედრები გაიმართა.
შეხვედრები, გოგონებსა და ვაჟებს შორის, შოთა ჩოჩიშვილის სახელობის გორის კომპლექსური სპორტული სკოლის დარბაზში ჩატარდა.
გოგონებში გამარჯვებული გორის VI სკოლის გუნდი გახდა, რომელმაც ფინალში გორის I სკოლის გუნდს სძლია 11:6.
ვაჟთა შორის ფინალში კი გამარჯვება გორის I საჯარო სკოლის გუნდმა მოიპოვა, რომელმაც გადამწყვეტ პაექრობაში გიორგი მთაწმინდელის სახელობის გიმნაზიის გუნდს 18:10 აჯობა.
საქართველოს სასკოლო სპორტული ოლიმპიადა საქართველოს ბავშვთა და სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით ტარდება, ადგილზე შეჯიბრების ორგანიზატორია გორის მუნიციპალიტეტის მერია.
„ამჟამად ჩატარებულია მუნიციპალური ეტაპის შეჯიბრებები მინი ფეხბურთში, ფრენბურთში, გეზრბენსა და კალათბურთში. უახლოეს დღეებში გაიმართება მუნიციპალური პირველობა ხელბურთში გოგონებსა და ვაჟებს შორის“, - აცხადებენ ორგანიზატორები.