ვლადიმერ ჭანტურიას სახელობის საერთაშორისო ტურნირზე კრივში, ავთანდილ შოშიაშვილის სახელობის გორის კრივის სპეციალიზებული სკოლის სპორტსმენებმა ექვსი მედალი მოიპოვეს.
იოანე ნაცვლიშვილმა და გიორგი შიუკაშვილმა შეჯიბრი პირველი ადგილით და ოქროს მედლით დაასრულეს.
რაც შეეხება შიო კოპაძეს, სპორტსმენი ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა.
მესამე ადგილს და ბრინჯაოს მედალს ცოტნე დარბაიძე, ვალერი ქობლიანიძე და აკაკი პავლიაშვილი დაეუფლნენ.
სიდნეის ოლიმპიადის პრიზიორის - ვლადიმერ ჭანტურიას სახელობის საერთაშორისო ტურნირი ფოთში ჩატარდა. შეჯიბრში 2008-2009 წწ. დაბადებული მოკრივეები მონაწილეობდნენ.3 031 საარჩევნო უბნიდან 483 საარჩევნო უბანი განთავსებულია საბავშვო ბაღების შენობებში, 1675 საარჩევნო უბანი - სკოლების შენობებში
2025 წლიდან, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მონაწილეობის მიღებას მხოლოდ საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე სამედიცინო დაწესებულებები შეძლებენ
კანონის მიხედვით, 17 მაისი საკანონმდებლო დონეზე ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღედ დგინდება და დასვენების დღედ ცხადდება