გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები სტუდენტების სწავლის დაფინანსებასთან დაკავშირებით, განცხადებების ელექტრონული რეგისტრაცია დღეს, 14 დეკემბერს დაიწყო, - ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ინფორმაციით, სტუდენტთა რეგისტრაცია წარმოებს ელექტრონულ პორტალზე: socreg. mes. gov. ge.
განაცხადების მიღება 29 დეკემბერს დასრულდება.