საზოგადოება
14.12.2023 11:36
გორის განვითარების სააგენტოს მინი გალერეა თეატრის სკვერში წინასაახალწლოდ შემეცნებით-შემაჯამებელ აქტივობას გამართავს

გორის განვითარების სააგენტოს ტურიზმის განყოფილების მინი გალერეა თეატრის სკვერში წინასაახალწლოდ შემეცნებით-შემაჯამებელ აქტივობას გამართავს, სადაც ახალგაზრდები ხალხური რეწვის ნიმუშებს წარადგენენ.

მინი გალერეის კერამიკის, ფარდაგების, თექის კურსის მოსწავლეები შემაჯამებელ ღონისძიებაზე საკუთარ ნამუშევრებს გამოფენენ.

როგორც სააგენტოში აცხადებენ, საახალწლოდ, ასევე მოიხატა გორის მუნიციპალიტეტის განვითარებისა და ტანისა და თეძმის დაცული ლანდშაფტის მართვის სააგენტოს მინი გალერეაც.

„მინი გალერეის და ანა ფერაძის სახელობის გორის სამხატვრო სკოლის პედაგოგებმა, კერამიკის, ფარდაგების, თექის კურსის მონაწილეების და სამხატვრო სკოლის მოსწავლეების ჩართულობით, დაწესებულების ფასადები საახალწლო შინაარსის და თემატიკის ნახატებით გაამრავალფეროვნეს. აქტივობა გორის მუნიციპალიტეტის განვითარების და კულტურის სააგენტოს თანამშრომლობით განხორციელდა“, - აცხადებენ სააგენტოში.

კვირის ამბები