კულტურა
13.12.2023 13:23
ბენდი „კანუდოსი“ გორის ხელოვნების სახლში შეხვედრას გამართავს

გორის ხელოვნების სახლში ჯაზ-ბენდი „კანუდოსი“ შეხვედრას გამართავს. ღონისძიება ხვალ, 14 დეკემბერს, 18:00 საათზე დაიწყება.

შეხვედრის ფარგლებში, მუსიკოსები ბენდის ისტორიაზე, შემოქმედებით პროცესზე, სამომავლო გეგმებზე და ახალ ალბომზე ისაუბრებენ. გარდა ამისა, დამსწრე საზოგადოება სხვადასხვა მუსიკალურ იმპროვიზაციას მოისმენს.

„ჯაზ-ბენდი 2007 წელს გორში ჩამოყალიბდა და მას შემდეგ ადგილობრივ და საერთაშორისო მუსიკალურ ფესტივალებში მონაწილეობს. „კანუდოსმა“ 2018 წლის ბოლოს პირველი სტუდიური ალბომი სახელწოდებით „მესამე სივრცე“ გამოსცა, რომელიც 5 კომპოზიციას მოიცავს. უახლოეს მომავალში კი მსმენელი ახალ ალბომს  „ყვავილების ხმაურს“ იხილავს“, - აღნიშნულია ხელოვნების სახლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

პროექტი „Art House 20 23“„გორელ ფოტოგრაფთა კლუბის“ მიერ, გორის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურული ღონისძიებების პროექტების ხელშეწყობის და თანადაფინანსების პროგრამის ფარგლებში ხორციელდება.

კვირის ამბები