საზოგადოება
13.12.2023 13:18
13 დეკემბერს მართლმადიდებელი ეკლესია საქართველოს განმანათლებლის, წმინდა მოციქულ ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს აღნიშნავს

13 დეკემბერს მართლმადიდებელი ეკლესია საქართველოს განმანათლებლის, წმინდა მოციქულ ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს აღნიშნავს.

სახარების თანახმად, მოციქულთა შორის პირველად ანდრიას მოუწოდა უფალმა, რომ ექადაგა, სწორედ ამიტომ ეწოდა მას პირველწოდებული.

ანდრია პირველწოდებული ითვლება პონტოელთა, სკვითთა, იბერთა, სავრომატთა და სხვათა განმანათლებლად.

წმინდა ანდრიას ხსენებას საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია ორჯერ აღნიშნავს: 13 დეკემბერს - წმინდანის გარდაცვალების დღეს, 12 მაისს - წმინდა მოციქულის საქართველოში შემოსვლის დღეს.

კვირის ამბები