სპორტი
13.12.2023 12:16
გორში თენგიზ ბურჯანაძის სახელობის ტურნირი ჩატარდა

გორმა თენგიზ ბურჯანაძის სახელობის ტურნირს უმასპინძლა.

სპორტულ აქტივობაში 2011 წელს დაბადებული მოზარდებით დაკომპლექტებული ათი გუნდი მონაწილეობდა.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს სხვადასხვა რეგიონის გუნდებთან ერთად, პირველობისთვის სამი უცხოური გუნდიც იბრძოდა.

რაც შეეხება პრიზიორებს, ტურნირის გამარჯვებული „აკტობე“ (ყაზახეთი) გახდა. მეორე ადგილი ქუთაისის გუნდმა „ტორპედომ“ დაიკავა, მესამეზე კი „ასტანა“ (ყაზახეთი) გავიდა.

სამივე საპრიზო ადგილზე გასულ გუნდს თასები და მედლები გადაეცა. გარდა ამისა, სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებული ფეხბურთელებიც გამოვლინდნენ და სიმბოლური საჩუქრებით დაჯილდოვდნენ.

 ღონისძიება, რომლის მიზანს ფეხბურთის და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია წარმოადგენდა, გორის მუნიციპალიტეტის მერიის, საფეხბურთო კლუბ „გორის“ და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებით, შიდა ქართლის ფეხბურთის ფედერაციის და ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდის მხარდაჭერით ჩატარდა.

შეჯიბრი გარდაცვლილი სპორტსმენის - თენგიზ ბურჯანაძის 76 წლის იუბილეს მიეძღვნა.

კვირის ამბები