საზოგადოება
12.12.2023 14:10
ქალი მეწარმეების ეკონომიკური გაძლიერების და ხელშეწყობის მიზნით, საჯარო კონკურსი ცხადდება

ქალი მეწარმეების გაძლიერების და ხელშეწყობის მიზნით, ბიზნესიდეების საჯარო კონკურსი ცხადდება.

პროექტის ორგანიზატორების ინფორმაციით, კონკურსის ფარგლებში, შეირჩევა 10 საუკეთესო მონაწილე, რომლებსაც საწყის ეტაპზე ჩაუტარდებათ პრაქტიკული და თეორიული მასტერკლასები.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ ქართველ სრულწლოვან ქალს, ვისაც აქვს ბიზნეს იდეა და მისი განხორციელება სურს. შემდგომ ეტაპზე კი ბიზნეს იდეების წარმატებით წარდგენის და კონკურსის წესების გათვალისწინებით, დამოუკიდებელი ჟიური სამ გამარჯვებულს გამოავლენს.

„საჯარო კონკურსი ციფრული გადახდების მსოფლიო ლიდერის Visa-ს, ბიზნესფედერაცია „ქალები მომავლისთვის“ და USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამასთან პარტნიორობით ცხადდება. მსურველმა სააპლიკაციო ფორმა 17 დეკემბრის ჩათვლით უნდა შეავსოს. განაცხადების გადარჩევის შემდეგ, გამოვლინდება სამი გამარჯვებული, რომლებიც მიიღებენ ფულად პრიზს - 10,000 ლარის ოდენობით“, - აცხადებენ ორგანიზატორები.

კვირის ამბები