სპორტი
12.12.2023 12:36
გორელმა სპორტსმენებმა ხუთი პირველი და ორი მეორე ადგილი დაიკავეს სავატეს საქართველოს ღია ჩემპიონატზე

შვიდი მედლით დაასრულეს გორელმა სპორტსმენებმა საქართველოს ღია ჩემპიონატი სავატეში.

გორის მუნიციპალიტეტის სპორტის განვითარებისა და ხელშეწყობის სააგენტოს ცნობით, შეჯიბრში მონაწილეობა შოთა ჩოჩიშვილის სახელობის გორის კომპლექსური სპორტული სკოლის წარმომადგენლებმა მიიღეს და მოპოვებული მედლებიდან ხუთი ოქროს, ორი კი ვერცხლის სინჯისაა.

რაც შეეხება პრიზიორებს, შეჯიბრის გამარჯვებულები: ვახო ჭოჭელი (50 კგ.), ლექსო კაპანაძე (55 კგ.), ლუკა თოფჩიშვილი (60 კგ.), დათა გელაშვილი (67 კგ.) და ლუკა ყეინაშვილი (71 კგ.) გახდნენ.

ანდრია ტაბატაძემ (30 კგ.) და გიორგი ჯოლბორდმა (45 კგ.) ასპარეზობა ვერცხლის მედლით დაასრულეს. სპორტსმენების მწვრთნელი ვლადიმერ ჯანეზაშვილია.

ცნობისთვის, ჩემპიონატი თბილისში ჩატარდა.

კვირის ამბები