საზოგადოება
12.12.2023 11:57
შიდა ქართლის რეგიონის რეზერვისტებით დაკომპლექტებულმა ბატალიონმა სამხედრო ფიცი დადო

შიდა ქართლის რეგიონის რეზერვისტებით დაკომპლექტებულმა ეროვნული გვარდიის მე-20 ტერიტორიული თავდაცვის ბრიგადის 203-ე ტერიტორიული თავდაცვის ბატალიონმა სამხედრო ფიცი დადო.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს თავდაცვის ძალების აღნიშნული ქვედანაყოფი პირველად ჩამოყალიბდა. ფიცის დადების საზეიმო ცერემონია ოსიაურის სამხედრო ბაზაზე გაიმართა.

საქართველოს თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის უფროსმა,  ბრიგადის გენერალმა რომან ჯოხაძემ რეზერვისტებს რეზერვში ჩარიცხვა მიულოცა და ქვეყნის სამსახურში წარმატებები უსურვა. ფიცის დადების ცერემონიას ეროვნული გვარდიის წარმომადგენლები და შიდა ქართლის მუნიციპალიტეტების მერები ესწრებოდნენ.

„რეზერვისტების ინტენსიური საბრძოლო მომზადება წლის განმავლობაში 36-დან 45 დღემდე პერიოდს მოიცავს, რომელიც 12 თვეზე თანაბრად ნაწილდება. მომზადების კურსის მთავარი მიზანია რეზერვისტებისთვის ქვედანაყოფის საველე შეკრებებზე რეალური საბრძოლო უნარების შესწავლა. ტერიტორიული რეზერვის გავლის პერიოდში მოქალაქეები  სამედიცინო მომსახურებით ისარგებლებენ, ასევე, უზრუნველყოფილნი იქნებიან სოციალური და სამართლებრივი დაცვით. მათი ხელფასი წლის განმავლობაში 4218 ლარია. სარეზერვო სამსახურის ერთი კონტრაქტის შემდეგ, სტუდენტებს სამხედრო სავალდებულო სამსახური გავლილად ჩაეთვლებათ“, - აცხადებენ სამინისტროში.

კვირის ამბები