ბელგრადში გამართული ევროპის საკლუბო ჩემპიონატი ძიუდოში - ჩემპიონთა ლიგა, „გოლდენ გორმა“ მეხუთე ადგილით დაასრულა.
სპორტის ექსპერტების შეფასებით, გორელთა მეტოქე კლუბი „პარი სენ ჟერმენი“ უძლიერესი შემადგენლობით იყო დაკომპლექსტებული და ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში ქართული კლუბი ანგარიშით 2:3 დამარცხდა.
შეხვედრები ვაჟა მარგველაშვილმა და გიორგი ტერაშვილმა გამარჯვებით დაასრულა. რაც შეეხება მარცხს, შალვა გურეშიძე - ტედი რინერთან, ვლადიმერ ახალკაცი - ტატო გრიგალაშვილთან, ზაურ დვალაშვილი კი ლაშა ბექაურთან დამარცხდა.
შეგახსენებთ, 2018 წელს დაარსებული „გოლდენ გორი“ ევროპის ლიგის ოქროს მედლის და ჩემპიონთა ლიგის სამგზის ბრინჯაოს მედლის მფლობელია.