საზოგადოება
11.12.2023 16:38
გორის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში თავისუფალი დასწრების რეჟიმი უქმდება

1-ელი იანვრიდან გორის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში თავისუფალი დასწრების რეჟიმი უქმდება, - ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ, გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სააგენტო ავრცელებს.

როგორც „გორის მაცნეს“ სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს, არასაპატიო გაცდენების შემთხვევაში, აღსაზრდელი ამოირიცხება ჯგუფიდან.

„იმ შემთხვევაში, თუ აღსაზრდელმა საბავშვო ბაღი საპატიო მიზეზით - ავადობის გამო გააცდინა, მშობელი/მეურვე ვალდებულია, რომ შესაბამისი ცნობა სამედიცინო დაწესებულებიდან სააგენტოში (სტალინის 16) წარადგინოს“, - აცხადებენ სააგენტოში.

შეგახსენებთ, გორის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში თავისუფალი დასწრების რეჟიმი, დაახლოებით, 3 წელია მოქმედებს.

კვირის ამბები