საზოგადოება
11.12.2023 15:18
უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა ოჯახის წევრებს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე შეხვდა

შიდა ქართლსა და სამცხე-ჯავახეთში მცხოვრებ უგზო-უკვლოდ გაუჩინარებულთა ოჯახის წევრებს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე შეხვდა და უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა მოძიების პროცესზე, მისი შემდგომი გაგრძელების და ეფექტიანობის უზრუნველყოფაზე ესაუბრა.

შოთა რეხვიაშვილი 90-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების და 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად დაკარგული ადამიანების სახელზე გადახდილ პარაკლისსაც დაესწრო და გაუჩინარებულთა ოჯახების წარმომადგენლებთან ერთად, გორში ვერხვების დასახლებაში არსებული მემორიალი გვირგვინით შეამკო.

„ეტაპობრივად იზრდება პროგრამის განხორციელების პროცესში საქართველოს ხელისუფლებისა და შესაბამისი სახელმწიფო უწყებების პასუხისმგებლობა, ჩართულობა და როლი. ამასთან, ვისაუბრეთ ICRC-თან შემდგომი ინტენსიური თანამშრომლობის და კოორდინირებული საქმიანობის მნიშვნელობაზე“, - აცხადებენ მინისტრის აპარატში.

კვირის ამბები