საზოგადოება
11.12.2023 14:48
აკადემიურმა საბჭომ ალექსანდრე მღებრიშვილი რექტორის თანამდებობაზე აირჩია

გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭომ ალექსანდრე მღებრიშვილი რექტორის თანამდებობაზე აირჩია.

როგორც უნივერსიტეტში აცხადებენ, კენჭისყრამდე აკადემიურმა საბჭომ კანდიდატის მიერ წარდგენილი სამოქმედო გეგმა და კონცეფცია განიხილა, რის შემდეგაც ფარული კენჭისყრა ჩატარდა.

„რექტორის თანამდებობის დასაკავებლად წარმოდგენილი იყო ალექსანდრე მღებრიშვილის კანდიდატურა. ფარული კენჭისყრისა და ხმების დათვლის შემდეგ, უნივერსიტეტის საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ ანა დათუაშვილმა აკადემიურ საბჭოს გააცნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმი, რომლის მიხედვითაც აკადემიურმა საბჭომ ერთხმად დაუჭირა მხარი ალექსანდრე მღებრიშვილის კანდიდატურას, რომელიც 4 წლის ვადით დაიკავებს რექტორის თანამდებობას“, - აცხადებენ გორის უნივერსიტეტში.

 შეგახსენებთ, მიმდინარე წლის 1 ოქტომბერს გამართული ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების შედეგად, გორის უნივერსიტეტის რექტორი გიორგი სოსიაშვილი პარლამენტის მაჟორიტარი წევრი გახდა და, შესაბამისად, რექტორის თანამდებობა დატოვა. რექტორის მოვალეობას კი ალექსანდრე მღებრიშვილი ასრულებდა.

კვირის ამბები