სპორტი
11.12.2023 14:13
თავისუფალ ჭიდაობაში გამართულ ტურნირზე გორელმა მოჭიდავეებმა 28 მედალი მოიპოვეს

ვახტანგ კვინიკაძის სახელობის ტურნირი თავისუფალ ჭიდაობაში გორელმა სპორტსმენებმა 28 მედლით დაასრულეს.

შეჯიბრი 2010-2011 და 2012-2013 წწ. დაბადებულ სპორტსმენებს შორის ჩატარდა და ნუგზარ სხირელის სახელობის გორის ჭიდაობის სკოლის და შოთა ჩოჩიშვილის სახელობის კომპლექსური სპორტული სკოლის მოჭიდავეები მონაწილეობდნენ.

გორელთაგან, 2010-2011 წწ. დაბადებულ სპორტსმენთა შორის, გამარჯვებულები გიორგი ქარელი (38 კგ.), სოლომონ გაგლოშვილი (42 კგ.), ლუკა დოთიაშვილი (35 კგ.), გოგა კოპაძე (45 კგ.), გიორგი სიჭინავა (48 კგ.) და რატი რევაზიშვილი (65) გახდნენ.

ვერცხლის მედალი თორნიკე დვალიშვილმა (35 კგ.), ნიკოლოზ ტარუაშვილმა (38 კგ.) და ტარიელ საათაშვილმა (45 კგ.) მოიპოვეს.

გიორგი კურტანიძე (52 კგ.), ერეკლე ქართველიშვილი (65 კგ.), გიორგი ლობჟანიძე (38 კგ.), დავით ყაყიტაშვილი (45კგ.), მიხეილ მაყიშვილი (48 კგ.) და ზურა წინამძღვრიშვილი (52 კგ.) ტურნირის ბრინჯაოს პრიზიორები გახდნენ.

რაც შეეხება 2012-2013 წწ. დაბადებულთა კატეგორიას, ნიკოლოზ გაგლოშვილმა (32 კგ.), ალეკო ტლაშაძემ (35 კგ.), ტატო ცხაოშვილმა (38 კგ.), ანდრია გამხიტაშვილმა (26კგ.), გიორგი გიგაურმა (29 კგ.) და საბა ვართანიანმა (55 კგ.) შეჯიბრი პირველი ადგილით დაასრულეს.

ვერცხლის მედალი მათე პაპიტაშვილის (26 კგ.) აივაზ ემინოვის (29 კგ.), გიორგი ოქროპირიძის (32 კგ.) და დავით კობახიძის (41 კგ.) ანგარიშზეა.

მესამე ადგილს და ბრინჯაოს მედალს თომა პაპიტაშვილი (26კგ.), ლექსო გიგაური (35 კგ.) და გიორგი გელიაშვილი (38 კგ.) დაესაკუთრნენ.

ცნობისთვის, ვახტანგ კვინიკაძის სახელობის ტურნირი ხაშურში ჩატარდა.
კვირის ამბები