სპორტი
11.12.2023 12:07
„შოთა ჩოჩიშვილის სახელობის ევროპის საკლუბო ჩემპიონატი - ჩემპიონთა ლიგა“ 2022 წლის საუკეთესო ღონისძიებად დასახელდა

ევროპის ძიუდოს კავშირმა „შოთა ჩოჩიშვილის სახელობის ევროპის საკლუბო ჩემპიონატი - ჩემპიონთა ლიგა“, 2022 წლის საუკეთესო ღონისძიებად დაასახელა, - ინფორმაციას გორის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

ადგილობრივი თვითმმართველობის ცნობით, ტურნირის ორგანიზებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობის სიგელი გორის მუნიციპალიტეტის მერს ვლადიმერ ხინჩეგაშვილს, ევროპის ძიუდოს კავშირის დაჯილდოების ცერემონიაზე ბელგრადში გადაეცა.

შეგახსენებთ, ჩემპიონატი ვროპის ძიუდოს კავშირის, საქართველოს ძიუდოს ფედერაციის და გორის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით გაიმართა და ლეგენდარული ფალავნის - შოთა ჩოჩიშვილის ხსოვნას მიეძღვნა.

ჩემპიონატში ევროპის ძიუდოს უძლიერესი კლუბები მონაწილეობდნენ. საქართველოდან სამი კლუბი: „გოლდენ გორი“ (გორი), „მებრძოლი“ (თბილისი) და „არეა“ (თბილისი) ასპარეზობდა. ტურნირის გამარჯვებული თბილისის ,,მებრძოლი“ გახდა, „გოლდენ გორმა“ კი ჩემპიონთა ლიგაზე მესამე საპრიზო ადგილი მესამედ მოიპოვა.

 

კვირის ამბები