კულტურა
08.12.2023 14:13
„KIM“ - ხელოვნების სახლში დღეს კინოჩვენება გაიმართება

 ხელოვნების სახლში დღეს, 8 დეკემბერს, კინოჩვენება გაიმართება.

 გორელი მაყურებელი რეჟისორ ერიკა კაპრონცაის ფილმს - „KIM“ იხილავს, რომელიც ბელგიელ-უნგრელი მხატვრის კიმ კორბიზიეს ამბავს მოგვითხრობს.

ფილმის გადაღებას საფუძვლად თავად კიმის მიერ აღბეჭდილი კადრები დაედო, მისი მოულოდნელი გარდაცვალების შემდეგ კი რეჟისორმა დაასრულა და მხატვრის ხსოვნას პატივი მიაგო.

„მრავალმხრივ ნიჭიერი მხატვარი 27 წლის ასაკში გარდაიცვალა. ფილმი მის ცხოვრებაში შეგვახედებს და შემოქმედებით პროცესზე დაკვირვების შესაძლებლობას გვაძლევს. კიმმა მოახერხა, რომ ოჯახში შექმნილი მძიმე მდგომარეობის პარალელურად, წამალდამოკიდებულების და იდენტობის კრიზისის შედეგად გამოწვეული ტკივილი და ქაოსი ხელოვნების ნიმუშად გარდაექმნა. კიმმა ეს კადრები იმ მიზნით გადაიღო, რომ წამალთან დამოკიდებულების ტანჯვა დოკუმენტურად აღეწერა“, - აცხადებენ ორგანიზატორები.

 ცნობისთვის, ფილმის ჩვენება 18:00 საათზე დაიწყება. კინოჩვენების შემდეგ დისკუსია გაიმართება.

კვირის ამბები
Loading...