საზოგადოება
08.12.2023 12:20
სახელმწიფო პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩარიცხულ დევნილ სტუდენტებს ტრანსპორტირების ხარჯები დაუფინანსდებათ

სახელმწიფო პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩარიცხულ იძულებით გადაადგილებულ პირებს, სწავლის პერიოდში, ტრანსპორტირების ხარჯები დაუფინანსდებათ, - ინფორმაციას დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო ავრცელებს.

 როგორც უწყებაში აცხადებენ, პროგრამის მთავარ მიზანს დევნილთა და ეკომიგრანტთა სოციალურ-ეკონომიკური ინტეგრაციის ხელშეწყობა და მათთვის დასაქმების პერსპექტივის შექმნა წარმოადგენს.

პროფესიული განათლების ხელშეწყობის პროგრამით სარგებლობის მსურველთა განაცხადების მიღება 29 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება. შესაბამისი განაცხადების მიღება დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს და მის ტერიტორიულ სამმართველოებში, შემდეგ მისამართებზეა შესაძლებელი: თბილისი, თამარაშვილის ქ. N15ა; გორი, სამების ქ. N1; რუსთავი, ი. ცურტაველის ქუჩა N5ა; ქუთაისი, აბაშიძის გამზ. N27; ზუგდიდი, აღმაშენებლის ქ. N106. განაცხადის გაგზავნა, ასევე, შესაძლებელია სააგენტოს ოფიციალურ ელექტრონულ ფოსტაზეც - info @ idp. gov. ge.

კვირის ამბები