გორში სისხლის დონაციის აქცია ჩატარდა. საქველმოქმედო ღონისძიებაში გორის მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომლები ჩაერთნენ.
აქცია „სისხლის გადასხმის საქალაქო სადგურის“ ორგანიზებით მოეწყო.
„მსგავსი ტიპის აქციებში მოქალაქეების ჩართვა უმნიშვნელოვანესია, რადგან სისხლი და სისხლის პროდუქტები მუდმივად სჭირდებათ უმძიმეს პაციენტებს, მათ შორის, ბავშვებს. ერთი დონორის მიერ გაღებულ სისხლს სამი ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია, შესაბამისად, სისხლის უანგარო გაღება სამედიცინო სამყაროში ერთ-ერთ ყველაზე ჰუმანურ ქმედებადაა აღიარებული“, - აცხადებენ ორგანიზატორები.