საზოგადოება
07.12.2023 12:57
გორი გაეროს ახალგაზრდულ ფორუმს უმასპინძლებს

გორში „გაეროს ახალგაზრდული ფორუმი 2023“ გაიმართება.

აქტივობა 16, 17 და 18 დეკემბერს, გორის ახალგაზრდული ცენტრის ორგანიზებით გაიმართება  და მასში მონაწილეობის მიღებას 15-დან 30 წლამდე ასაკის ახალგაზრდები შეძლებენ.

„პროექტში მონაწილეობის მსურველებმა 10 დეკემბრის ჩათვლით უნდა შეავსონ აპლიკაცია შემდეგ ბმულზე: forms . gle / ig55Dmi2svcVfHr79. აქტივობაში ჩართვით ისინი  გაიცნობენ ახალ ადამიანებს, იმსჯელებენ საერთაშორისო მნიშვნელობის საკითხებზე; განივითარებენ გუნდური მუშაობის უნარებს, დებატების კომპეტენციებს და ასე შემდეგ.

ფორუმის პირველი ორი დღე საკომიტეტო სამუშაოებს და რეზოლუციის შემუშავებას დაეთმობა, მესამე დღე კი გენერალურ ასამბლეაზე შემუშავებული რეზოლუციების წარდგენისთვის იქნება. მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია“, - აცხადებენ ფორუმის ორგანიზატორები.

საგანმანათლებლო პროექტს კოლეჯი „ამაგი“ უმასპინძლებს.

კვირის ამბები