ტურიზმი
07.12.2023 12:08
გასული თერთმეტი თვის განმავლობაში გორის მუნიციპალიტეტს 358 369 ვიზიტორი ეწვია

2023 წლის 1-ელი იანვრიდან 3 დეკემბრამდე მუნიციპალიტეტს 358 369 დამთვალიერებელი სტუმრობდა, მათ შორის 274 535 უცხოელია, - გასული თერთმეტი თვის ოფიციალური სტატისტიკა გორის მუნიციპალიტეტის განვითარებისა და ტანისა და თეძმის დაცული ლანდშაფტის მართვის სააგენტოს ტურიზმის განყოფილებამ გამოაქვეყნა.

სააგენტოს ინფორმაციით, ნოემბერში გორის მუნიციპალიტეტს 20 533 ვიზიტორი ეწვია.

„რაც შეეხება ცალკეული თვეების სტატისტიკას, იანვარში - 10 967, თებერვალში - 7 876, მარტში - 17 761, აპრილში - 26 016, მაისში - 40 349, ივნისში - 54 936, ივლისში - 47 940, აგვისტოში - 45 081, სექტემბერში - 45 675, ოქტომბერში - 41 235, ხოლო ნოემბერში - 20 533 ვიზიტორი ეწვია“, - აღნიშნულია ინფორმაციაში, რომელსაც ტურიზმის განყოფილება ავრცელებს.

კვირის ამბები