სპორტი
06.12.2023 16:00
„ბოჩაში“ გორის ღია პირველობა ჩატარდა

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, „ბოჩაში“ გორის ღია პირველობა ჩატარდა.

ღონისძიებაში „კეთილდღეობის და განვითარების ცენტრის“ გორის და ქარელის ფილიალების ბენეფიციარებთან ერთად, სპორტის აღნიშნული სახეობით დაინტერესებული პირები მონაწილეობდნენ.

სპორტული აქტივობის მიზანს საზოგადოებაში შშმ პირების ინტეგრაცია წარმოადგენდა.

შეჯიბრის გამარჯვებული ამირან ლოცულაშვილი გახდა. მეორე ადგილი ლევან მახათაძემ დაიკავა. შოთა ნოზაძემ კი ასპარეზობა მესამე ადგილით დაასრულა.

გამარჯვებულებს შესაბამისი პრიზები, თითოეულ მონაწილეს კი სერტიფიკატები გადაეცათ.

ცნობისთვის, „ბოჩაში“ გორის ღია პირველობა პროგრამის - „ერთიანობა მრავალფეროვნებაშია“ ფარგლებში, საქართველოს გაეროს ასოციაციის UNAG-ის მიერ, USAID-ის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.

 შიდა ქართლის რეგიონში პროგრამის პარტნიორია ,,კეთილდღეობისა და განვითარების ცენტრი“.

კვირის ამბები