დევნილებს და ეკომიგრანტებს თვითდასაქმების ხელშეწყობის მიზნით ტექნიკა და ხელსაწყოები გადაეცემათ.
როგორც დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოში აცხადებენ, საგრანტო პროგრამის მიზანს იძულებით გადაადგილებული პირების პროფესიული საქმიანობის მხარდაჭერა და მათთვის შემოსავლის წყაროს გაჩენა წარმოადგენს.
„დევნილებმა და ეკომიგრანტებმა სახელობო იარაღები, რაც მათ საქმიანობის წამოწყებასა თუ გაფართოებაში დაეხმარებათ, თავადვე შეარჩიეს. ამ ეტაპზე, კომისიამ, წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმების შესაბამისად, 365 გამარჯვებული გამოავლინა. პროგრამაში ჩართვა პროფესიული სასწავლებლების კურსდამთავრებულ იძულებით გადაადგილებულ პირებს და იმ დევნილებს და ეკომიგრანტებს შეეძლოთ, რომლებიც პროფესიულ საქმიანობას ეწევიან“, - აცხადებენ სააგენტოში.
პროგრამის ფარგლებში განაცხადების მიღება ყოველწლიურად ცხადდება.
3 031 საარჩევნო უბნიდან 483 საარჩევნო უბანი განთავსებულია საბავშვო ბაღების შენობებში, 1675 საარჩევნო უბანი - სკოლების შენობებში
2025 წლიდან, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მონაწილეობის მიღებას მხოლოდ საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე სამედიცინო დაწესებულებები შეძლებენ
კანონის მიხედვით, 17 მაისი საკანონმდებლო დონეზე ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღედ დგინდება და დასვენების დღედ ცხადდება