საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში შესული ცვლილებებით, უკანონო თევზჭერაზე სანქციები გამკაცრდა.
კანონის ახალი რედაქციის თანახმად, ელექტროდენით, ელექტროშოკის აპარატით, თვითნაკეთი ელექტრონული ხელსაწყოთი, ფეთქებადი ან მომწამლავი ნივთიერებით, თევზის ან წყლის სხვა ცოცხალი ორგანიზმის მასობრივი განადგურების სხვა საშუალებით უკანონო თევზჭერა, პირველივე ჯერზე, სისხლის სამართლის დანაშაულად დაკვალიფიცირდება.
აღნიშნული სამართალდარღვევა ისჯება საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომით 320-იდან 400 საათამდე ან/და თავისუფლების აღკვეთით 2-დან 4 წლამდე.
ცნობისთვის, საკანონმდებლო ცვლილებამდე, აღნიშნული უკანონო საშუალებებით თევზჭერა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას ითვალისწინებდა მხოლოდ ქვირითობის პერიოდში (1-ელი მაისიდან 31 აგვისტოს ჩათვლით) ან იმ შემთხვევაში, თუ პირს დიდი ოდენობით თევზი ჰქონდა მოპოვებული.
ცვლილება 1-ელი დეკემბრიდან შევიდა ძალაში.
3 031 საარჩევნო უბნიდან 483 საარჩევნო უბანი განთავსებულია საბავშვო ბაღების შენობებში, 1675 საარჩევნო უბანი - სკოლების შენობებში
2025 წლიდან, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მონაწილეობის მიღებას მხოლოდ საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე სამედიცინო დაწესებულებები შეძლებენ
კანონის მიხედვით, 17 მაისი საკანონმდებლო დონეზე ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღედ დგინდება და დასვენების დღედ ცხადდება