საზოგადოება
06.12.2023 11:47
მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომლებმა გორის გარკვეულ ლოკაციებზე გამოსულ გარემოვაჭრეებს მორიგი გაფრთხილება მისცეს

გორის მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომლებმა გარემოვაჭრეები კიდევ ერთხელ გააფრთხილეს, რომ უნებართვო გარევაჭრობა სამართალდარღვევად ითვლება, - ინფორმაციას გორის მუნიციპალური ინსპექცია ავრცელებს.

როგორც უწყებაში აცხადებენ, ინსპექციის თანამშრომლებმა გარემოვაჭრეები არაერთხელ გააფრთხილეს, დაიცვან კანონი და გაათავისუფლონ ტერიტორიები.

„ვაფრთხილებთ გარემოვაჭრეებს, რომ უნებართვო გარევაჭრობა სამართალდარღვევად ითვლება, სამართალდამრღვევი დაჯარიმდება კანონის შესაბამისად და მოხდება სამართალდარღვევის საგნის კონფისკაცია (საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის  153-ე  მე-3 პრიმა მუხლის შესაბამისად)“, - აცხადებენ გორის მუნიციპალურ ინსპექციაში.

შეგახსენებთ, გორში გარევაჭრობა 19 აგვისტოდან აიკრძალა. გორის მუნიციპალურმა ინსპექციამ, ადგილობრივი მაცხოვრებლების მოთხოვნის საფუძველზე, ქალაქის ქუჩები გარემოვაჭრეების მიერ უნებართვოდ განთავსებული უსახური კონსტრუქციებისგან გაათავისუფლა.

კვირის ამბები