საზოგადოება
06.12.2023 11:44
„ერთად, ძალადობის წინააღმდეგ“ - გორში შეხვედრა გაიმართა

„ერთად, ძალადობის წინააღმდეგ“ - გორის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს ორგანიზებით და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მხარდაჭერით, შეხვედრა გაიმართა.

ღონისძიება ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ მიმართული კამპანიის ფარგლებში ჩატარდა.

შეხვედრას საბჭოს წევრებთან ერთად, სხვადასხვა სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციის წევრები და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მონაწილეებმა პრობლემის შესახებ ისაუბრეს და გადაჭრის გზებზე იმსჯელეს.

ცნობისთვის, მსოფლიოს მასშტაბით, გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის 16-დღიანი კამპანია 1991 წლიდან ყოველწლიურად იმართება.

კვირის ამბები