გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 6 დეკემბერს გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მთელი დღის განმავლობაში მოსალოდნელია ღრუბლიანობა და წვიმა, ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა კი დღისით +8, ღამის საათებში კი +4 გრადუსს მიაღწევს.
იწვიმებს 7 დეკემბერს ღამის საათებშიც, დღისით კი ნავარაუდევია პერიოდულად ღრუბლიანობა და უნალექო ამინდი, ჰაერი კი +10 გრადუსამდე გათბება.
ღრუბლიანობა, უნალექო ამინდი და +9 გრადუსია მოსალოდნელი გორში 8 დეკემბერს.
9-ში ღრუბლიანობა, +7 და ნალექი.
მაქსიმალური +11 გრადუსი და ნახევრადღრუბლიანი ამინდია ნავარაუდევი 10 დეკემბერს.
11-12 დეკემბერს გორში იწვიმებს და ჰაერის ტემპერატურა რამდენიმე გრადუსით დაიკლებს.
13-14 დეკემბერს კი, სინოპტიკოსები გორში უნალექო ამინდს პროგნოზირებენ.