მუნიციპალური ავტობუსები გარკვეულ მარშრუტებზე სატესტო რეჟიმში 21:00 საათამდე მუშაობს.
როგორც გორის მერიაში აცხადებენ, შესაბამისი გადაწყვეტილება მოსახლეობის მოთხოვნის საფუძველზე მიიღეს.
„ავტობუსები ამ დრომდე სატესტო რეჟიმში გადაადგილდებიან და საჭიროების დამტკიცების შემთხვევაში, მთავარ მარშრუტებზე მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა ერთი საათით გახანგრძლივდება“, - აცხადებენ მერიაში.
რაც შეეხება კონკრეტული მარშრუტების ჩამონათვალს, რომელზეც ავტობუსები სატესტო რეჟიმში მოძრაობენ, ესენია: 4ა, 5ა, 6, და 6ა.