საზოგადოება
05.12.2023 14:57
ინოვაციების ფონდის საგრანტო კონკურსი კერძო სექტორისთვის

ინოვაციების ფონდის ფარგლებში, USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამა კერძო სექტორისთვის ღია საგრანტო კონკურსს აცხადებს.

კონკურსის ორგანიზატორების ინფორმაციით, საგრანტო კონკურსის მიზანია, მხარი დაუჭიროს კერძო სექტორს ისეთი პროექტების განხორციელებაში, ან ისეთი პროდუქტების შექმნაში, რომლებიც ხელს შეუწყობს სასკოლო საზოგადოებაში სამოქალაქო განათლების გაუმჯობესებას.

„განმცხადებლებს, საგრანტო კონკურსის ფარგლებში, შეუძლიათ წარმოადგინონ მათ საქმიანობაზე მორგებული პროექტი, რომელიც, ერთი მხრივ, პასუხობს USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის მიზნებს, ხოლო, მეორე მხრივ, თანხვედრაშია განმცხადებლის ბიზნეს ინტერესებთან, ან კორპორაციულ პასუხისმგებლობასთან.

დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ შეკითხვები გამოაგზავნონ ელ.ფოსტაზე: ge-grants @ ph-int. org. ასევე, განმცხადებლებს საშუალება ექნებათ, დასვან შეკითხვები განაცხადის შევსებასთან დაკავშირებით და მიიღონ საჭირო ინფორმაცია ონლაინ საინფორმაციო შეხვედრაზე. საინფორმაციო შეხვედრები გაიმართება ყოველი თვის 20 რიცხვამდე. შეხვედრაზე დასწრებისთვის, აუცილებლად უნდა გაიაროთ წინასწარი რეგისტრაცია შემდეგი ბმულის მეშვეობით: Registration | APS 006 საინფორმაციო შეხვედრის დღესთან დაკავშირებით, წინასწარ დაგიკავშირდებით.

საგრანტო პროგრამა კონკურსის ფარგლებში გამოყოფილი სრული ბიუჯეტის ამოწურვისთანავე დაიხურება. თვის განმავლობაში შემოსული განაცხადები განიხილება ყოველი მომდევნო თვის დასაწყისში. შესაბამისად, განაცხადის დროულად წარდგენა ზრდის მისი დაფინანსების ალბათობას“, - ნათქვამია USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

განაცხადის გაკეთების ბოლო ვადა 2024 წლის 31 მაისია. გრანტის მაქსიმალური ოდენობა კი 50 000 ამერიკულს დოლარს შეადგენს.
კვირის ამბები