საზოგადოება
05.12.2023 11:38
აკვაკულტურის სფეროთი დაინტერესებული მოქალაქეებისთვის მოკლევადიანი პროფესიული მომზადების პროგრამა იწყება

აკვაკულტურის სფეროში ჩართული და აღნიშნული საქმიანობით დაინტერესებული მოქალაქეებისა და მეწარმეებისთვის მოკლევადიანი პროფესიული მომზადების პროგრამა იწყება, - ინფორმაციას გორის განვითარების სააგენტო ავრცელებს.

სააგენტოს ინფორმაციით, პროფესიული პროგრამის - „კალმახის მომშენებელი Trout breeder“ მიზანია, მსმენელმა შეიძინოს ცოდნა და უნარები, რომელსაც საკუთარი მეურნეობის გამართულად მუშაობისთვის გამოიყენებს.

„კურსის დასრულების შემდეგ მონაწილეებს შეეძლებათ, განავითარონ მდგრადი და კონკურენტუნარიანი აკვაკულტურა, ასევე, დასაქმდნენ საკალმახე მეურნეობებში.

პროექტის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა 7 დეკემბერს (12:00 საათი) გორის მუნიციპალიტეტის ტურიზმის საინფორმაციო ცენტრში (ლომჭაბუკის სკვერი) გაიმართება“, - ნათქვამია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ცნობისთვის,  პროფესიული პროგრამა  შპს საზოგადოებრივი კოლეჯი „ამაგის“, უნარების სააგენტოს, საქართველოს თევზმომშენებელთა ასოციაციისა და გორის მუნიციპალიტეტის განვითარებისა და ტანისა და თეძმის დაცული ლანდშაფტის მართვის სააგენტოს მხარდაჭერით ხორციელდება.

კვირის ამბები