თავისუფალ ჭიდაობაში გამართული ზარიბეგ ბერიაშვილის მემორიალური ტურნირი გორელმა სპორტსმენებმა თექვსმეტი მედლით დაასრულეს.
შეჯიბრება ჭაბუკებს შორის ჩატარდა და მოპოვებული მედლებიდან თოთხმეტი (რვა - ოქრო, ოთხი - ვერცხლი, ორი - ბრინჯაო ) სხირელის სახელობის ჭიდაობის სკოლის, ორი ბრინჯაოს მედალი კი შოთა ჩოჩიშვილის სახელობის სკოლის ანგარიშზეა.
ტურნირის გამარჯვებულები ნიკოლოზ მაჭარაშვილი (42 კგ.), თემურ თუთარაშვილი (45 კგ.), გიორგი სიჭინავა (48კგ.), გიორგი წურიაშვილი (51 კგ.), გიორგი მაისურაძე (55კგ.), აკაკი მაზმიშვილი (60კგ.), რატი რევაზაშვილი (65კგ.) და კონსტანტინე პეტრიაშვილი (92კგ.) გახდნენ.
რაც შეეხება ვერცხლის მედლებს, საბა მინდიაშვილმა (42კგ.), ცოტნე ბერძნიშვილმა (48კგ.), გიგა ოთინაშვილმა (65კგ.) და საბა ჭულუხაძემ (71 კგ.) მოიპოვეს.
ნიკა ქერდიყოშვილმა (60 კგ.), ოთარ თაბუაშვილმა (110 კგ.), თორნიკე ქერდიყოშვილმა (65კგ.) და ნიკოლოზ მაისურაძემ (80 კგ.) ტურნირი ბრინჯაოს მედლით დაასრულეს.
ცნობისთვის, ზარიბეგ ბერიაშვილის მემორიალური ტურნირი თბილისში ჩატარდა. შეჯიბრებაზე პირველობისთვის ბრძოლა 11 წონით კატეგორიაში ჩატარდა.