საზოგადოება
05.12.2023 11:24
ემიგრაციიდან დაბრუნებულ საქართველოს მოქალაქეებს გრანტები გადაეცემათ

ემიგრაციიდან დაბრუნებულ საქართველოს 127 მოქალაქეს შემოსავლის წყაროს გაჩენის, დასაქმების და თვითდასაქმების ხელშეწყობისთვის გრანტი გადაეცემა.

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს ინფორმაციით, პროგრამის მონაწილეები საქმიანობის წამოწყების თუ გაფართოებისთვის  საჭირო ტექნიკას და ინვენტარს თავად შეარჩევენ.

„მნიშვნელოვანია, რომ  სამშობლოში დაბრუნების შემდეგ, მათ გაუჩნდეთ შემოსავლის წყარო და აღარ მოუწიოთ ქვეყნის დატოვება. სარეინტეგრაციო დახმარების სახელმწიფო პროგრამა პროფესიული განათლების ხელშეწყობას, სამედიცინო დახმარებით და დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყოფასაც ითვალისწინებს“, - აცხადებენ სააგენტოში.

ცნობისთვის, საშემოსავლო პროექტების დაფინანსების მსურველთა განაცხადების მიღებას  სააგენტო წელიწადში ორჯერ აცხადებს.

 

კვირის ამბები