წლის ბოლო თვეს რამდენიმე ძლიერი გეომაგნიტური ქარიშხალია მოსალოდნელი.
მაგნიტური ქარიშხლები, გეომაგნიტური რყევები, მზეზე აფეთქებები და ზოგადად, მზის აქტივობის ზრდა, ადამიანების ჯანმრთელობას ხშირად საფრთხეს უქმნის.
,,გორის მაცნე“ გაგაცნობთ გეომაგნიტური დღეების კალენდარს და სპეციალისტების რეკომენდაციას, როგორ შევამციროთ მაგნიტური ქარიშხლების უარყოფითი გავლენა.
- 5-7 დეკემბერს მოსალოდნელია ძლიერი მაგნიტური ქარიშხალი, ქარიშხლის გავლენა 5 დეკემბერს განსაკუთრებით საგრძნობი იქნება, როცა გეომაგნიტური რყევები მაქსიმალურ სიმძლავრეს მიაღწევენ.
- 7-იდან 18 დეკემბრამდე პერიოდში მორიგი ქარიშხალი იქნება, თუმცა არა - პირველივით ინტენსიური.
- 19-22 დეკემბერს მოსალოდნელია საშუალო ინტენსივობის მაგნიტური ქარიშხალი.
- 24-იდან 28 დეკემბრამდე ყველაზე ძლიერი მაგნიტური ქარიშხალი გველის. 24 დეკემბერს სრულიად ჯანმრთელი ადამიანებიც კი იგრძნობენ კოსმოსის უარყოფით გავლენას.
- 30-31 დეკემბერს კი ამ წლის ბოლო ქარიშხალი იქნება და ის მხოლოდ მეტეოდამოკიდებულ ადამიანებზე იმოქმედებს.
მაგნიტურ დღეებში განსაკუთრებული ყურადღება ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანებმა უნდა გამოიჩინონ.
რაც შეეხება იმას, როგორ შევამციროთ მაგნიტური ქარიშხლების უარყოფითი გავლენა ჯანმრთელობაზე, სპეციალისტები შემდეგ რჩევებს გვაძლევენ:
- ქრონიკული დაავადებების გამწვავების შემთხვევისთვის, მოიმარაგეთ საჭირო მედიკამენტები;
- დაიცავით ჯანსაღი ცხოვრების წესები, სწორად იკვებეთ, ბევრი იარეთ და იმოძრავეთ;
- ნუ გადაიღლებით და აუცილებლად ეცადეთ, რომ კარგად გამოიძინოთ;
- დალიეთ რეკომენდებული რაოდენობის სუფთა წყალი და მცენარეული ჩაი, უარი თქვით მაგარ ყავასა და ალკოჰოლზე;
- ყველანაირად ეცადეთ, თავი აარიდოთ სტრესულ სიტუაციებს.
მაგნიტური ქარიშხლების დროს ყველაზე ხშირი სიმპტომებია:
- უხასიათობა და გაღიზიანება
- არტერიული წნევის მომატება ან დავარდნა
- ძილის დარღვევა
- სახსრების ტკივილი
- შფოთვა
- თავის ტკივილი და თავბრუდახვევა
- ქრონიკული დაავადებების გამწვავება
რა არის მაგნიტური ქარიშხალი
მაგნიტური ქარიშხალი დედამიწის მაგნიტური ველის დარღვევაა, რასაც მზეზე აფეთქებები იწვევს.