გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, უახლოესი 10 დღის განმავლობაში, გორში ტემპერატურის მკვეთრად კლება მოსალოდნელი არ არის.
სინოპტიკოსების ცნობით, 4 დეკემებერს მოსალოდნელია პერიოდულად ღრუბლიანობა და უნალექო ამინდი, ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა კი დღისით +14 გრადუსს მიაღწევს.
უნალექო ამინდი და +12 გრადუსია ნავარაუდევი 5 დეკემბერს.
6 დეკემბერს ჰაერის ტემპერატურა +7 გრადუსამდე დაიკლებს და მთელი დღის განმავლობაში ღრუბლიანობა და ნალექია მოსალოდნელი.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 7-დან 12 დეკემბრამდე, გორის მუნიციპალიტეტში, ძირითადად, უნალექო ამინდი და პერიოდულად ღრუბლიანობა იქნება. ჰაერის ტემპერატურა კი დღისით +8, +11 გრადუსს შორისაა მოსალოდნელი.
რაც შეეხება ყინვას, უახლოესი 10 დღის განმავლობაში გორში ტემპერატურის 0-ს ქვემოთ დაცემა ნავარაუდევი ღამის საათებშიც არ არის.