საზოგადოება
25.02.2020 13:12
7 რჩევა ვირუსით ინფიცირებისგან თავდასაცავად

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია, რომელიც აცხადებს, რომ მსოფლიო  უნდა მოემზადოს კორონავირუსის შესაძლო პანდემიისთვის, ვირუსით ინფიცირებისგან დასაცავად რეკომენდაციებს გვთავაზობს:

  • თავი აარიდეთ ახლო კონტაქტს იმ ადამიანებთან, ვისაც აღენიშნება ტემპერატურა ან ხველება;
  • ხშირად დაიბანეთ ხელები ალკოჰოლის შემცველი საწმენდებით ან საპნით და წყლით (იბანეთ არანაკლებ 20 წამის განმავლობაში);
  • ხველების ან დაცემინების დროს, აიფარეთ პირსა და ცხვირზე ხელი (იდაყვის ნაწილი) ან ქაღალდის ხელსახოცი, რომელიც შემდეგ მალევე უნდა მოიშოროთ და დაიბანოთ ხელები;
  • თუკი გაქვთ ტემპერატურა, ხველება და სუნთქვის გაძნელება, დროულად მიმართეთ პირველად ჯანდაცვას. აცნობეთ ექიმს იმის შესახებ, თუ სად გადაადგილდებოდით.
  • თუ აუცილებლობით არ არის გამოწვეული, თავი შეიკავეთ ხალხმრავალ ადგილებში გადაადგილებისგან;
  • რაც შეეხება სამედიცინო დოლბანდის ტარებას, სპეციალისტების რეკომენდაციით, საჭიროა პირბადის ხშირი ცვლა, თუმცა, პირბადე ინფექციის გავრცელების პრევენციის გარანტი ნამდვილად არ არის;
  • დაუბანელი ხელებით არ შეეხოთ თვალებს, ცხვირს, პირს.

კორონავირუსით გამოწვეული ინფექციის ძირითადი ნიშნებია რესპირატორული სიმპტომები, ცხელება, ხველა, ქოშინი და სუნთქვის გაძნელება. უფრო მძიმე შემთხვევებში, ინფექციამ შეიძლება გამოიწვიოს პნევმონია, მძიმე მწვავე რესპირატორული სინდრომი, თირკმელების უკმარისობა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, ამ დროისთვის, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, კორონავირუსის 80 000-ზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული. გარდაცვლილთა რაოდენობა კი 2 700-ს აღწევს.

კვირის ამბები