ქალაქის ცენტრალურ მოედანზე, ადმინისტრაციული შენობის წინ, მთავარი ნაძვის ხის აწყობა დაიწყო. როგორც „გორის მაცნეს“ მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსმა, რამაზ შიოშვილმა განუცხადა, ქალაქის საახალწლო ილუმინაციებით განათებისთვის მზადება აქტიურად მიმდინარეობს.
„საახალწლო სამზადისი წელს ადრე დავიწყეთ, ქალაქის ქუჩებში მალე დაიწყება საახალწლო ილუმინაციების მონტაჟი, რამდენიმე დღეში კი, ნაძვის ხის აწყობა-მორთვას დავასრულებთ და 19 დეკემბერს სიმბოლურად ავანთებთ. რაც შეეხება უშუალოდ სხვა გასართობ ღონისძიებებს, გეტყვით, 2024 წლის შესახვედრად არაერთი აქტივობების მოწყობა იგეგმება, რომელსაც ახლო მომავალში დავაანონსებთ“, - აღნიშნა რამაზ შიოშვილმა.
3 031 საარჩევნო უბნიდან 483 საარჩევნო უბანი განთავსებულია საბავშვო ბაღების შენობებში, 1675 საარჩევნო უბანი - სკოლების შენობებში
2025 წლიდან, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მონაწილეობის მიღებას მხოლოდ საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე სამედიცინო დაწესებულებები შეძლებენ
კანონის მიხედვით, 17 მაისი საკანონმდებლო დონეზე ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღედ დგინდება და დასვენების დღედ ცხადდება