კულტურა
30.11.2023 16:16
ვანო ჩხიკვაძე იაკობ გოგებაშვილის სახელობის პრემიის ლაურეატია

ცნობილი მწერალი ვანო ჩხიკვაძე იაკობ გოგებაშვილის სახელობის პრემიის ლაურეატი გახდა. თანამედროვე ავტორმა ჯილდო ნომინაციაში - საუკეთესო პოეტური წიგნი, დაიმსახურა.

იაკობ გოგებაშვილის სახელობის საბავშვო და საყმაწვილო ლიტერატურულ კონკურსში, ვანო ჩხიკვაძის პოეტური კრებული - „სარკის ჩიტი“ იყო წარდგენილი.

გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონია კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრში გაიმართა. რაც შეეხება კონკურსს, 53 ავტორი და გამომცემლობა მონაწილეობდა, გამარჯვებული კი ათ ნომინაციაში გამოვლინდა.

ცნობისთვის, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით და სსიპ „შემოქმედებითი საქართველოს“ ორგანიზებით კონკურსი იაკობ გოგებაშვილის სახელობის საბავშვო და საყმაწვილო ლიტერატურული პრემიის მოსაპოვებლად 2023 წლის 14 მარტს გამოცხადდა.

საბავშვო ლიტერატურის განვითარების ხელშეწყობის, საგამომცემლო სექტორის მხარდაჭერის, ქართველი ავტორების პოპულარიზაციის და ახალი, ნიჭიერი ავტორების აღმოჩენის მიზნით აღნიშნული კონკურსი მესამე წელია იმართება.

კვირის ამბები