საოკუპაციო ხაზის პერიმეტრზე მდებარე სოფელ ნიქოზში 10 დეკემბერს საახალწლო ნაძვის ხე აინთება.
ღონისძიება სასკოლო პროექტის „მეურნეობა” ავტორების ინიციატივით იმართება.
ორგანიზატორების ინფორმაციით, აქტივობა, რომლის მიზანი ადგილობრივი მაცხოვრებლების განწყობის ამაღლებაა, ტრადიციული გახდება და ყოველ წელს გაიმართება.
ახალი წლის მთავარი აქსესუარი 18:00 საათზე საზეიმოდ აინთება.
„გვინდა დაგპატიჟოთ და დიდი სიხარულით გაგიზიაროთ, რომ 10 დეკემბერს 18:00 საათზე, პირველად და საზეიმოდ ავანთებთ ნიქოზის მთავარ ნაძვის ხეს. ღონისძიება ტრადიციული გახდება და ყველა მომდევნო ახალ წელს, უფრო ემოციურს და თბილს გახდის ჩვენი ბავშვებისთვის და ადგილობრივი მაცხოვრებლებისთვის.
ამავე დღეს, ჩვენ შემოგვაქვს და ვაფუძნებთ ახალ დღესასწაულს საქართველოში - მადლიერების დღეს და გთხოვთ, რომ ყველა აგვყვეთ და შემოგვიერთდეთ”, - აცხადებენ ორგანიზატორები.
3 031 საარჩევნო უბნიდან 483 საარჩევნო უბანი განთავსებულია საბავშვო ბაღების შენობებში, 1675 საარჩევნო უბანი - სკოლების შენობებში
2025 წლიდან, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მონაწილეობის მიღებას მხოლოდ საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე სამედიცინო დაწესებულებები შეძლებენ
კანონის მიხედვით, 17 მაისი საკანონმდებლო დონეზე ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღედ დგინდება და დასვენების დღედ ცხადდება