საზოგადოება
30.11.2023 15:31
პუშკინის და ნინოშვილის ქუჩების კვეთაზე ტრანსპორტის მოძრაობას შუქნიშანი დაარეგულირებს

გორში ახალი შუქნიშნების და საგზაო ნიშნების მონტაჟი გრძელდება.

ადგილობრივი თვითმმართველობის გადაწყვეტილებით, კეთილმოწყობის სააგენტომ ახალი შუქნიშანი პუშკინისა და ნინოშვილის ქუჩების კვეთაზე დაამონტაჟა.

„გორის მუნიციპალიტეტის მერია ადგილობრივი მოსახლეობის მოთხოვნით და საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების მიზნით, აგრძელებს საგზაო ნიშნებისა და ახალი შუქნიშნების დამონტაჟებას. შესაბამისი სამუშაოების განხორციელების შედეგად, პუშკინის და ნინოშვილის ქუჩების კვეთაზე ტრანსპორტის მოძრაობას უკვე შუქნიშანი დაარეგულირებს. ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ მოძრაობის უსაფრთხოების მიზნით, სააგენტო ქალაქის მასშტაბით საგზაო ნიშნების მოწყობის სამუშაოებსაც ახორციელებს“, - აცხადებენ მერიაში.

 

კვირის ამბები